среда, 27 мая 2009 г.

რაჭა


 მხარის ზოგადი დახასიათება: 

 რაჭას ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, სამხრეთით ხვამლის მასივი, დასავლეთით სვანეთისა და ეგრისის ქედები, აღმოსავლეთიდან კი შიდა ქართლის მხარე ესაზღვრება.
  რაჭის ფართობი 2.47 ათასი კმ. კვადრატია.

რაჭული ხაჭაპური არის ოთხკუთხედი კონვერტის ფორმისა. მაგრამ, რადგან იგი ოთხი კუთხითა და წერტილით ბოლოვდება, უფრო წრიულს წააგავს და ამიტომ მზესთან სიმბოლურად გაიგივებულია.

  მეათე საუკუნის ბოლომდე რაჭა, როგორც ცალკე ისტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული არ არსებობდა. შემდეგდროინდელი საერისთაოს ტერიტორია ორ ქართულ პროვინციაში თაკვერში და სვანეთში იყო განაწილებული (ე.წ რაჭის ,,მთიულეთი” სვანეთს ეკუთვნოდა. X ს-ის დასასრულამდე სვანეთში გლოლა და უწერაც შედიოდა).
  ანტიკურ და ადრეფეოდალურ ხანაში თაკვერი ვრცელი პროვინცია იყო, რომელშიც სულ ცოტა სამი ისტორიულ-გეოგრაფიული ქვეყანა იყო გაერთიანებული. ერთი ასეთი იყო რაჭა, რომელიც დღევანდელი ზემო და ქვემო რაჭის დიდ ნაწილს მოიცავდა.
  ადრეფეოდალურ ხანაში სვანეთი და თაკვერი ეგრისის ანუ ლაზიკის საერისთავოები იყო, რომელთაც მეფის მიერ დანიშნული ერისთავები განაგებდნენ. მხოლოდ V საუკუნის 60-70-იან წლებში ეს ორი პროვინცია მცირე ხნით ქართლის სამეფოს საზღვრებში მოექცა. 

რაჭის ტერიტორია ანტიკურ ხანაში მჭიდროდ იყო დასახლებული. 

  ქვემო რაჭაში, სოფ. პატარა ონში დგას ძველი ეკლესია, რაკეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც XIს-ის პირველ მესამედშია აშენებული. ეკლესიის აღ. ფასადზე ასომთავრული წარწერა იყო, რომელიც ქარაგმების გახსნით ასე იკითხება “წმიდაო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედო და მფლობელო ყოველთა საუკუნეთაო, მფარველ ექმენ ყოველთა დღეთა ცხოვრებასა მათისათა კახასა და ადელაიდას, რომელთა აღაშენეს წმინდა ეკლესიაი ესე.”



Комментариев нет:

Отправить комментарий